вторник, 12 мая 2009 г.

ჩვენ საკუთარი თვალით გვინახავს,გვსმენია,წაგვიკითხავს,ფილმებში გვინახავს ის ომები, რომლებიც მიმდინარეობდა XX-XXI საუკუნებში.ესენია:
ევროპაში
I მსოფლიო ომი 1914-1918-წწ;
რუსეთის რევოლუცია და სამოქალაქო ომი 1917-1922;
ესპანეთის ომი 1936-1939წწ;
II მსოფლიო ომი 1939-1945წწ;
იუგოსლავიის სამოქალაქო ომი 1992-1996წწ.
აზიაში
ჩინეთის სამოქალაქო ომი 1925-1927წწ;
ჩინეთ იაპონიის ომი 1937-1945წწ;
კორეის ომი 1979-1989წწ;
ირან-ერაყის ომი 1980-1988წწ.
აფრიკაში
ანგლო-ბურების ომი 1899-1902წწ;
ეთიოპია-იტალიის ომი 1935-1936წწ.
ამერიკაში
ფოლკლენდის ომი 1982წ.
საქართველო
სამაჩაბლოს შეიარაღებული შეტაკებები 1991 წელი;
აფხაზეთის ომი 1993წ;
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი.
რუსეთი ვერაფრით ვერ ეგუებოდა სსრკ დაშლას.განსაკუთრებით ვერ ეგუებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე. რუსეთი წლების განმავლობაში ამზადებდა, გეგმავდა პროვოკაციას საქართველოს ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით.განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ,როდესაც საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. რუსეთი მიხვდა, რომ იგი ფაქტიურად კონტროლს კარგავდა საქართველოზე,ამიტომაც განახორციელა პროვოკაცია და ჩვენ გავხდით ამ პროვოკაციის მსხვერპლი.

2008 წლის აგვისტოს გორში განვითარებული მოვლენები

ომი ცხინვალის რეგიონში(ასევე ცნობილი, როგორც "სამხრეთ ოსეთი") 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ქართულ ჯარებსა და პრორუსულ ოს სეპარატისთა შორის. ოსური ძალების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტილი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7- აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.
8 აგვისტოს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. რუსეთი ასევე იწყებს საჰაერო დარტყმებს საქართველოს სხვა რეგიონებზეც.
1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.
3 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო.
4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის 5 ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.
6 აგვისტოს ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ "ნებისმიერი ფორმატში" და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამინისტია გამოაცხადა სეპარატისტებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მხარეთა მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.
სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმები ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათს იღებს.გორის რ-ნი სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა-ქურთის პოლიციის სადგური, არტილერიის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.

8 აგვისტოს რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და ორი ბომბი ჩამოაგდო გორის სიახლოვეს და ქარელის პოლიციის სადგურთან.

სააკაშვილის ბრძანებით მობილიზებული იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ "ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიისკენ”თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა "ქართული ქალაქების” დაბომბვა. როდესაც, ქართულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხილვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად.
9 აგვისტოს რუსები აგრძელებდნენ სამოქალქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერია დაბომბა გორში, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
11 აგვისტოს რუსეთი ისევ შეტევებსა და დაბომბვებს აგრძელებდა, ასევე დიდი რაოდენობით რუსეთის სახმელეთო ძალები სამხრეთ ოსეთიდან გორის რ-ნის ტერიტორიაზე გადავიდნენ და გორისკენ მიემართებოდნენ. დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებს ჰქონდათ შიში, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა, მაგრამ რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა. "ჩვენ საკუთარი ტერიტორიაც გვაქვს და საქარათველო არ გვჭირდება."
საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო გორში. ქალაქი გორი რუსების ხელში იყო. იგი სრულიად უკაცრიელი იყო. ქართული ჯარი უკან იხევდა დედაქალაქის დასაცავად. ევროკავშირმა აქტიური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ. დიდი შვიდიანის საგაერო საქმეთა მინისტრებმა მოამზადეს რეზოლუცია, სადაც მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. კონფლიქტის დაწყებამდე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით საქართველო კვლავ რჩებოდა ნატოს კანდიდატ ქვეყნად, მიუხედავად კონფლიქტისა.